saqarTvelos qedebi - taSiri
სერი მესხეთის ქედის აღმოსავლეთი ბოლოს განშტოება. მდინარეების ბანისხევსა და ლიკანისხევს შორის (მტკვრის მარცხენა შენაკადები). გამოეყოფა ლომისმთის ერთ-ერთ ტოტს. შუა ნაწილის მწვერვალის სიმაღლე 1654 მ. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური წყებით. შემოსილია ფოთლოვანი და წიწვიანი ტყით.